ტრენინგის შეჯამება
ტრენინგის განმავლობაში მივიღე დაგეგმილი აქტივობების შესახებ ინფორმაცია. განვსაზღვრე პროექტისა და ჩვეულებრივი გაკვეთილის განსხვავებულობა. გავეცანი პროექტზე დაფუძნებული სწავლების ელექტრონულ სახელმძღვანელოს, რომელიც განთავსებულია ბმულზე: http://tpdc.ge/essentials/. სახელმძღვანელოს გარდა გავეცანი მზა რესურსებს, რომლებიც წარმოდგენილია უშუალოდ მზა პროექტების სახით და პროექტის შაბლონის სახით. მათ მაგალითზე შევქმენი ჩემი პროექტის თემის შესაბამისი პროექტის გეგმა.
21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების გაცნობით და ავარჩიე მათგან ის უნარ-ჩვევები, რომელსაც ჩვენი მომავალი პროექტი განავითარებს მოსწავლეებში.
ვისწავლე ბუკლეტის დამზადება power point-ის ბუკლეტის
მზა შაბლონის
გამოყენებით. ასევე, ბლოგზე სურათის ატვირთვა, ბლოგის თემის შეცვლა.
სასწავლო პროექტის დაგეგმვა. სტანდარტების გათვალისწინებით პროექტის თემიდან გამომდინარე შევარჩიე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები. 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები. დავწერე პროექტის მოკლე შინაარსი და ჩამოვაყალიბე ზოგადი, თემატური და კონკრეტული კითხვები, რომლებზე პასუხიც მოსწავლეებმა უნდა მიიღონ პროექტზე მუშაობისას.
ვისწავლე ბლოგის გაფორმება. drive-ში ფაილისა და ფოლდერის ატვირთვა და მისი ბლოგზე გამოქვეყნება. გამოყენებული ლიტერატურის მითითება.
ვიმუშავე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე. ნაშრომის შედგენამდე გავწერე ის ძირითადი აქტივობები, რაც პროექტის განმავლობაში უნდა განახორციელონ მოსწავლეებმა. ამ აქტივობების და სასწავლო გეგმაში გაწერილი ესგ-თი გათვალისწინებული მისაღწევი შედეგების მიხედვით შევქმენი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი. ნაშრომის შესადგენად გამოვიყენე WORD-ის დოკუმენტში არსებული გაზეთის მზა შაბლონი.
გავეცანი პროექტის შეფასების სტრატეგიებს, მათ შესაბამის მეთოდებსა და ინსტრუმენტებს. ჩემი პროექტისთვის სტრატეგიებიდან შევარჩიე თითო მეთოდი, შესაბამისი მიზნითა და ინსტრუმენტებით. თითოეული მათგანი გავანაწილე პროექტის ეტაპების მიხედვით და გავწერე პროექტის გეგმაში. ასევე, გავწერე პროექტის შეფასების მოკლე მონახაზი, სადაც ჩამოვაყალიბე პროექტის განმავლობაში რომელ ეტაპზე, რა მიზნით, რომელ მეთოდსა და ინსტუმენტს გამოვიყენებ.
ვისწავლე, როგორ უნდა ავტვირთო ვორდის დოკუმენტი ბლოგზე.როგორ უნდა გავხადო ატვირთული მასალა საჯარო. ვიმუშავე პროექტის საბოლოო
Comments
Post a Comment